სიამაყით გაცნობებთ, რომ თაუერ ჯგუფის პროექტმა „პანორამა“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, International Property Awards-ზე, საუკეთესო დეველოპერული პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა და 5 ვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო. ქართული კომპანიის ეს საერთაშორისო აღიარება არამარტო „თაუერ ჯგუფის“, არამედ მთელი ქვეყნის აღიარების ტოლფასია.
კომპანია „International Property Awards“ უკვე 30 წელზე მეტია მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში და აერთიანებს არქიტექტურის, დიზაინისა და დეველოპმენტის დარგში სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებს და ექსპერტებს, წლის საუკეთესო პროექტების გამოსავლენად.
ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა ჟიურის 90-ზე მეტი წევრის პასუხისმგებლობაა. კონკურსის წარმატება და პრესტიჟულობაც სწორედ პროფესიონალი ჟიურისა და მათი ობიექტურობის დამსახურებაა.
International Property Awards-ის მიერ აღიარებული “პანორამა” გამორჩეული პროექტია ბათუმის სანაპირო ზოლში, რომელიც 5 ვარსკვლავიან სასტუმროსა და 40 სართულიან ბიზნეს კლასის საინვესტიციო აპარტამენტებს აერთიანებს. “პანორამა” მულტიფუნქციური კომპლექსია რომელიც აერთიანებს სასტუმროს, აპარტამენტებს, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგს, ღია საცურაო აუზს, სპასა და ფიტნესს, რესტორნებსა და ბარებს, კაზინოსა და სხვა გასართობ სივრცეებს.

კომპლექსს კიდევ უფრო გამორჩეულსა და უნიკალურს ხდის საფეხმავლო ხიდი, რომელიც მთლიანი კონსტრუქციის ნაწილია და შენობას ზღვასთან აკავშირებს.
პროექტის მშენებლობა საწყის ეტაპზეა, თუმცა უკვე მიიპყრო ინვესტორების ყურადღება მთელი მსოფლიოდან. კონკურსზე ჩვენი წარმატება ადასტურებს თაუერ ჯგუფის დამოკიდებულებას ინოვაციების მიმართ, მაღალი სტანდარტებისა და ცხოვრების თანამედროვე სტილის შექმნისკენ. ჩვენი მთელი კონცეფცია აგებულია დახვეწილი დიზაინის, გამორჩეული ხედებისა და მსოფლიო დონის ინფრასტრუქურის შეთავაზებაზე, უნიკალური და შეუდარებელი საინვესტიციო სივრცის შექმნაზე..
ჩვენი სლოგანიც ამ ყველაფრის ანარეკლია - „ინვესტიცია თქვენს მომავალში“.
კონკურსში გამარჯვება International Property Awards-ზე და საუკეთესო აპარტამენტების/დეველოპერული პროექტის 5 ვარსკვლავის აღება, კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს პოზიციას, როგორ ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

თაუერ ჯგუფის “პანორამასა” და სხვა პროექტებზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს https://tg.ge
International Property Awards-სა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების სანახავად, ეწვიეთ ვებ-გვერდს https://propertyawards.net/
R