ავტორი:

კასპის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით.