ავტორი:

გაიგეთ რომელი სმარტფონი სთავაზობს მომხმარებელს ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას

გაიგეთ რომელი სმარტფონი სთავაზობს მომხმარებელს ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას

ხარისხი და ფასი - ეს ის ორი ძირითადი კრიტერიუმია, რომელსაც მომხმარებლების უმრავლესობა სმარტფონის შერჩევისას ითვალისწინებს. უკანასკნელი პერიოდის ტრენდებიდან აღნიშნული კრიტერიუმების საუკეთესო თანხვედრას HONOR გვთავაზობს.

HONOR გახლავთ 2013 წელს დაარსებული ბრენდი, რომელიც დღეს სმარტ მოწყობილობების მოწინავე მწარმოებელს წარმოადგენს. კომპანიის მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს სმარტ გადაწყვეტები სხვადასხვა სიტუაციებისა და გარემოსთვის. HONOR მთავარ აქცენტს ინოვაციებზე, ხარისხსა და სრულყოფილ მომსახურებაზე აკეთებს. ბრენდი ქმნის მოწყობილობებს, რომლებიც მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს გახლავთ მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც ინოვაციებსა და სმარტ გადაწყვეტებს ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდის მისი ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციიდან გამომდინარე.

ბაზარზე მძაფრი კონკურენციის მიუხედავად HONOR ლიდერია მომხმარებლებისთვის არაერთი ინოვაციის შეთავაზების თვალსაზრისით. კომპანიის თითოეული სმარტფონი ხარისხის მკაცრს კონტროლს გადის, ბაზარზე გამოჩენამდე ასეულობით ერთეული იტესტება და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ახალი მოდელი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

HONOR მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ოფიციალურად არის წარმოდგენილი და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ხარისხიან პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, ისე მაღალი დონის სერვისს.

ბრენდის ბოლო დროის ფლაგმანებია Honor X9a და Honor X8a, რომლებიც ხარისხიანი კამერითა და მაღალი დონის ეკრანით გამოირჩევა.

Honor X9a-ს ეკრანის დიაგონალი 6.67 ინჩია, ხოლო პიქსელი თითოეულ ინჩზე 395. ეკრანის ტიპი გახლავთ AMOLED 800 nits სიკაშკაშითა და 1B ფერების რაოდენობით. აღნიშნული მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა მისი უძლეველი 5100mAh ელემენტია. თქვენ ნამდვილად გაგაოცებთ სმარტფონი, რომელიც ორი დღის განმავლობაში შეუჩერებლად იმუშავებს. 40W HONOR-ის სუპერ სწრაფი დატენის საშუალებით, შეგიძლიათ HONOR X9a სულ რაღაც 30 წუთში დამუხტოთ და შემდეგ 12-საათნახევრის განმავლობაში უწყვეტი ვიდეო სტრიმინგისთვის გამოიყენოთ. რთული წარმოსადგენია, თუმცა ამ დროში მთლიანი მინისერიალის ყურებასაც კი შეძლებთ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/-qiVObvHbmU" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

Honor X8a-ს მთავარი უპირატესობა მისი 100 მეგაპიქსელიანი კამერაა. HONOR X8a-ს უმაღლესი ხარისხის კამერა და დაბალი ნათების მაღალი აღქმადობა უზრუნველყოფს, რომ თქვენი თვალწარმტაცი ღამის ცაზე თითოეული ვარსკვლავი მკაფიოდ ჩანდეს. საერთო ჯამში ამ მოდელში სამი კამერაა ინტეგრირებული. 100 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერის გარდა ის აღჭურვილია 5 MP, f/2.2-იანი მეორე კამერითა და 2 MP, f/2.4-იანი მესამე კამერით. მას HDR-ისა და პანორამის გადაღების შესაძლებლობა აქვს. სელფის ძირითადი კამერის პარამეტრებია 16 MP, f/2.0, ვიდეოს გარჩევადობა კი - 1080p@30fps.

მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად Honor საქართველოშიც ოფიციალურად არის წარმოდგენილი. „ალტას“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ სმარტფონები ოფიციალური გარანტიით.

დროა დაივიწყოთ, ბნელი და დაბურული ფოტოებითა თუ სწრაფად დამჯდარი ელემენტით გამოწვეული სასოწარკვეთა. Honor-ის მოდელები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასა თუ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს და სრულყოფილს გახდის.

R