უბერებელი ბრედ პიტი Formula 1-ის ტრასაზე - მსახიობს მრბოლელის როლში იღებენ

უბერებელი ბრედ პიტი Formula 1-ის ტრასაზე - მსახიობს მრბოლელის როლში იღებენ

ბრედ პიტს პროფესიონალ მრბოლელებთან ერთად იღებენ ფილმში, რომლის პარტნიორი Formula 1-ა . კვირას, რბოლის დაწყებამდე, 59 წლის მსახიობი მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონსა და მოქმედ ჩემპიონ მაქს ვერსტაპენთან ერთად გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა.

ფილმში, რომლის გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია, ბრედ პიტი და დემსონ იდრისი მრბოლელების როლში მოგვევლინებიან. მსახიობები გადასაღებ მოედანზე გამოგონილი გუნდის, APXGP-ის შავ-თეთრ სარბოლო კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი.

სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ბრედ პიტის ნახვის შემდეგ სოციალურ ქსელებში მომხმარებლები გააქტიურდნენ:

"ბრედ პიტი უბერებელია", - წერს "ტვიტერზე" მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, დანარჩენები კი ამბობდნენ, რომ ფილმის გამოსვლას მოუთმენლად ელიან. თავად პიტიც ბედნიერად გრძნობს თავს. ის Sky Sports-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ გადასაღებ მოედანზე საუკეთესო დროს ატარებს.

პიტმა მედიასთან ინტერვიუში სცენარის დეტალებიც გაამხილა:

"სპორტსმენის როლს ვთამაშობ, რომელიც 90-იან წლებში, რბოლებში იღებდა მონაწილეობას. საშინელი ავარიის შემდეგ ის სპორტს თავს ანებებს და ქრება. მოგვიანებით, ის თავისი მეგობრის ( მსახიობი ხავიერ ბარდემი ) წარუმატებელ გუნდს უერთდება. მათ ახალგაზრდა და პერსპექტიული მძღოლი ჰყავთ, რომელსაც დემსონ იდრისი თამაშობს და სწორედ ამ დროს შემოდის ჩემი პერსონაჟი, რასაც ქაოსი მოჰყვება..."

  • ფილმი Formula 1-თან თანამშრომლობით მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამღებ ჯგუფს რეალურ ტრასებსა და პროფესიონალ მძღოლებზე ხელი მიუწვდება.

რბოლის სცენების გადაღება ბრედ პიტისთვის სახალისო აღმოჩნდა:

"სისწრაფე ამაღელვებელი იყო", - აცხადებს მსახიობი. პიტმა დასძინა, რომ ლუის ჰამილტონი, რომელიც ფილმის პროდიუსერია, მაქსიმალურად ცდილობს, საყვარელი სპორტი რაც შეიძლება ავთენტურად წარმოაჩინოს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა