ავტორი:

"ერთგულების პრობლემასთან გვაქვს საქმე - სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ღალატის ფაქტები" - ზურაბ აზარაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე

"ერთგულების პრობლემასთან გვაქვს საქმე - სამწუხაროდ, ხშირად ფიქსირდება ღალატის ფაქტები" - ზურაბ აზარაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე

ერთგულების პრობლემასთან გვაქვს საქმე - სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა ღალატის ფაქტები ფიქსირდება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

"რასაკვირველია, მთავრობის სხდომაზე ამ საკითხებზე არ ვმსჯელობთ. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ძალიან სამწუხარო ფაქტია. იგივე ვნახე და წავიკითხე მეც და ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის რაც არის - ეს არის ერთგულების პრობლემა და ზუსტად ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა ღალატის ფაქტები ფიქსირდება. ეს არის ჩემი კომენტარი. მეტ დეტალებში მე არ შევალ“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, დარწმუნებულია თუ არა იმაში, რომ ბაჩიაშვილმა ივანიშვილს უღალატა, აზარაშვილი ასე პასუხობს: "ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას. ასეთი ნიშნები სამწუხაროდ იკვეთება“.