"25 წლისას მე უკვე 2 წლის შვილი მყავდა..." - უილ სმიტი იუბილარ შვილს გაეხუმრა, რის გამოც სიდედრის დასაცინიც კი გახდა

"25 წლისას მე უკვე 2 წლის შვილი მყავდა..." - უილ სმიტი იუბილარ შვილს გაეხუმრა, რის გამოც სიდედრის დასაცინიც კი გახდა

უილ სმიტი იუბილარ ვაჟს უხერხულად გაეხუმრა და სოციალური ქსელების მომხმარებლების დასაცინ ობიექტად იქცა, მათ შორის, საკუთარი სიდედრისაც. ვარსკვლავმა შვილის 25 წლის იუბილის მისალოცად "ინსტაგრამზე" მათი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა:

"დაბადების დღეს გილოცავ, J-Diggy. სიგიჟეა, რომ უკვე 25 წლის ხარ. 25 წლის ასაკში მე უკვე 2 წლის შვილი მყავდა... ამას ისე ვამბობ, სასხვათაშორისოდ..." - წერს მსახიობი.

თაყვანისმცემლებს არ გამოჰპარვიათ უილ სმიტის ხუმრობა. ერთ-ერთი მათგანი წერს:

"ყველა მშობელი ერთნაირია".

მეორეს აზრით კი: "უილს შვილიშვილები უნდა, თუმცა ახლა ხალხი 40 წლამდე იცდის, რომ შვილი გააჩინოს".

გულუბრყვილო კომენტარისთვის უილს სიდედრმაც დასცინა: "ის შენზე ჭკვიანია", - დაწერა ბიჭის ბებიამ, ედრიენ ნორისმა.

უილს ჯეიდა პინკეტ სმიტთან, ჯეიდენის გარდა, კიდევ ერთი შვილი, უილოუ ჰყავს, რომელიც 22 წლისაა. ამას გარდა, ვარსკვლავს შერი ზამპინოსთან წინა ურთიერთობიდან, კიდევ ერთი ვაჟი, 31 წლის ტრეი ჰყავს.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა