ავტორი:

"შემთხვევით გადავურჩით, საშინელი მდგომარეობაა. ვითხოვთ დახმარებას“ - სტიქია ბათუმში -ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა

"შემთხვევით გადავურჩით, საშინელი მდგომარეობაა. ვითხოვთ დახმარებას“ - სტიქია ბათუმში -ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა

ბათუმში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოგლეჯილო ხეები ექვს ავტომობილს დაეცა.

დაზარალებული მოქალაქეები "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები მნიშვნელოვნად დაზიანდა.

"ძლიერი ქარის გამო, 18-ე საბავშვო ბაღთან წაიქცა ხეები, დაზიანდა ავტომობილები, ასევე ინფრასტრუქტურა. შემთხვევით გადავურჩით, საშინელი მდგომარეობაა. ვითხოვთ დახმარებას“, - აცხადებენ მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.