ავტორი:

რას ამბობს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქუთაისის აეროპორტში არსებულ ვითარებაზე?

რას ამბობს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქუთაისის აეროპორტში არსებულ ვითარებაზე?

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს.

მათივე განცხადებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება შესაძლებელი გახდა.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, რეისების გეგმური მიღება დილით, 04:00 საათიდან დაიწყო, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზები დეტალურ გამოძიებას საჭიროებს.

“აეროპორტის შესაბამის სამსახურებს 07:00 საათამდე მიეცათ დრო, ჩაეტარებინათ ყველა საჭირო ღონისძიება იმისათვის, რომ ოპერირების გეგმურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმური მიღება დილით, 04:00 საათიდან დაიწყო, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზები დეტალურ გამოძიებას საჭიროებს. ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე. უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი, შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩებით, “ - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტის ოპერირების შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.

წაიკითხეთ ასევე: