ავტორი:

"სკვერში ბავშვები თამაშობდნენ და იქ როგორ უნდა გასულიყო დენი?!" - წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

"სკვერში ბავშვები თამაშობდნენ და იქ როგორ უნდა გასულიყო დენი?!" - წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

წყნეთში, ე.წ. სამთავრობო ზონაში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა აღნიშნა, ადგილობრივები ცდილობდნენ, მოზარდს სასწრაფოს მოსვლამდე დახმარებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბიჭი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.

"სკვერში ბავშვები თამაშობდნენ და იქ როგორ უნდა გასულიყო დენი, ვერ ვხვდებით. სასწრაფოს მოსვლამდე მეზობლები ცდილობდნენ დახმარებას. სასწრაფო 45 წუთის განმავლობაში უტარებდა გულის მასაჟს, მაგრამ ვერ უშველეს“, - განაცხადა თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: