ავტორი:

რამზან კადიროვს ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა სურს

რამზან კადიროვს ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა სურს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრის, რამზან ჩერხიგოვის განცხადებით, რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოების შესახებ დავალების შესრულების ფარგლებში რესპუბლიკის ხელმძღვანელობას საქართველოში პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის იმედი აქვს.

აღნიშნული განცხადება რამზან ჩერხიგოვმა რუსული ავიაკომპანიის, "აზიმუტის“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე გააკეთა.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოების შესახებ დავალების შესრულების ფარგლებში განვიხილეთ პერსპექტიული პროექტები. შეხვედრაზე დავსახეთ ავიარეისების დანიშვნა სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯიდაში“, - განაცხადა ჩერხიგოვმა.

მისივე განცხადებით, დასახული გეგმების რეალიზება ტურისტული დარგის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.