ავტორი:

"თუ ამერიკა მსგავს საქმიანობას გააგრძელებს, პასუხი შოკისმომგვრელი იქნება" - ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ემუქრება

"თუ ამერიკა მსგავს საქმიანობას გააგრძელებს, პასუხი შოკისმომგვრელი იქნება" -  ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ემუქრება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და, კიმ იო-ჯონგი ამტკიცებს, რომ გასულ ორშაბათს ფხენიანის სამხედრო თვითმფრინავებმა აშშ-ის ჯაშუშური თვითმფრინავი მოიგერიეს, რომელიც ახლომდებარე წყლებზე დაფრინავდა. იო-ჯონგი აშშ-ს აფრთხილებს, რომ დაზვერვის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი "შოკისმომგვრელ" შედეგებს უნდა ელოდონ.

  • აშშ და სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის ბრალდებებს უარყოფენ და მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი რიტორიკისა და ქმედებისგან, რომელიც დაძაბულობას გაზრდის.

ჩრდილოეთ კორეა ადრეც დამუქრებია აშშ-ს სავარაუდო სადაზვერვო საქმიანობის გამო. ამჯერად, იო-ჯონგის განცხადება ჩრდილოეთ კორეის მიერ წლის დასაწყისში სარაკეტო გამოცდის შემდეგ გაძლიერებულ მტრობას მოჰყვა.

კიმ იო-ჯონგის თქმით, აშშ-ის ჯაშუშური თვითმფრინავი ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთის ზონაში ორშაბათს რვაჯერ შევიდა. მან ისიც დასძინა, რომ ჩრდილოეთმა მის გასადევნად საბრძოლო თვითმფრინავები გამოიყვანა.

საბრინა სინგჰი, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილე ჩრდილოეთ კორეის მტკიცებას, რომ აშშ-მა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია, "უბრალოდ, ბრალდებებს“ უწოდებს".

"აშშ, როგორც ყოველთვის, უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით ფრენის ერთგული რჩება",- განაცხადა სინგჰმა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა უარყვეს აშშ-ს მხრიდან რაიმე ჯაშუშური თვითმფრინავის ჩრდილოეთ კორეაში გაგზავნის ფაქტი. პრესსპიკერმა ლი სუნგ-ჯუნმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკა სამხრეთ კორეის სამხედროებთან კოორდინირებულად აწარმოებს სტანდარტულ სადაზვერვო საქმიანობას.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა