ავტორი:

ვინ არის კომუნიკაციების კომისიის წევრი, რომელიც დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავ ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა

ვინ არის კომუნიკაციების კომისიის წევრი, რომელიც დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავ ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა

კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავ ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, მათი ცნობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ 2022 და 2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

დარღვევა #1

კუკულაძესა და მის მეუღლეს ეკუთვნით 5 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 124.75 კვ.მ.

ავტოსადგომი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 15.05 კვ.მ.

ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 117.04 კვ.მ.

სარდაფი თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 12.88 კვ.მ.

ბინა თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე - 68.90 კვ.მ.

დარღვევა #2

კუკულაძეს დეკლარაციებში ასევე არ აქვს მითითებული ინფორმაცია მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ:..წაიკითხეთ სრულად