ავტორი:

"დღეს ჩვენ მივიღებთ ბევრ გადაწყვეტილებას" - ვილნიუსში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

"დღეს ჩვენ მივიღებთ ბევრ გადაწყვეტილებას" - ვილნიუსში ნატო-ს სამიტი გაიხსნა

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. სამიტი ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გახსნეს.

"დღეს ჩვენ მივიღებთ ბევრ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო ძლიერი ალიანსისთვის, გავზრდით ჩვენს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ეს დააახლოებს უკრაინას ნატოს-თან, სადაც მისი ადგილია. ჩვენ ასევე გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს ჩვენი შეკავების პოლიტიკისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე ალიანსის წევრი ქვეყნის პრეზიდენტის რანგში პირველად ესწრებოდა სამიტს. ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონსაც და განაცხადა, რომ ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.