ავტორი:

"ევროპაში თურქეთს არავინ ელოდება, ოფიციალურ ანკარას ცრუ იმედები არ უნდა ჰქონდეს" - პესკოვი

"ევროპაში თურქეთს არავინ ელოდება, ოფიციალურ ანკარას ცრუ იმედები არ უნდა ჰქონდეს" - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რიგ საკითხებზე რუსეთსა და თურქეთს შორის ნამდვილად არსებობს გარკვეული უთანხმოება, მაგრამ არის ურთიერთობების ის ნაწილიც, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.

მისივე თქმით, მოსკოვი დიალოგის განვითარებისთვის მზად არის.

როგორც პესკოვი ამბობს, ევროპაში თურქეთს არავინ ელოდება და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ ანკარას ცრუ იმედები არ უნდა ჰქონდეს.

"თურქეთს შეუძლია იყოს ორიენტირებული დასავლეთზე და ასეთი ინტენსიური ორიენტირების პერიოდები ამ ქვეყანას უკვე ჰქონდა, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის და დავარქვათ ამას თავისი სახელი - ევროპაში თურქეთის ხილვა არავის უნდა, ევროპელებს ვგულისხმობ“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.