ავტორი:

აშშ-ში წყალდიდობას და ქარიშხალს ებრძვიან - არის მსხვერპლი

აშშ-ში  წყალდიდობას და ქარიშხალს ებრძვიან - არის მსხვერპლი

აშშ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას და ძლიერ ქარიშხალს ებრძვიან. Reuters-ის ინფორმაციით, უხვმა ნალექებმა მდინარეების კალაპოტებიდან გადმოსვლა და საავტომობილო გზების დატბორვა გამოიწვია.

სტიქიურ უბედურებას აშშ-ში სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა.

ქარიშხლის გაძლიერებამდე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 13 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწოდა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და აუცილებელი საჭიროების გარდა ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ.

ძლიერი ქარის გამო აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 1000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.