ავტორი:

"უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება... შევთანხმდით, რომ MAP-ის შესახებ მოთხოვნა ამოგვეღო" - რა გადაწყვეტილება მიიღეს ნატო-ს სამიტზე უკრაინის თაობაზე

"უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება... შევთანხმდით, რომ MAP-ის შესახებ მოთხოვნა ამოგვეღო" - რა გადაწყვეტილება მიიღეს ნატო-ს სამიტზე უკრაინის თაობაზე

ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებული სამი ელემენტისგან შემდგარი გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

“დღეს მოკავშირეებმა სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი შეათანხმეს, რომლებიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოვებს. პირველი - ესაა უკრაინისთვის მხარდაჭერის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც წვრთნებისა და დოქტრინების საბჭოურიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლას გახდის შესაძლებელს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისის თქმით, მეორე ელემენტი ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაა, რომელიც კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის გახდება ფორუმი, სადაც “როგორც თანასწორები შევხვდებით.”

“მესამე - დავადასტურეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, და შევთანხმდით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის შესახებ მოთხოვნა ამოგვეღო. ეს უკრაინის გზას ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიან პროცესამდე შეცვლის. ასევე გავაგებინეთ, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მოწვევის შესახებ გამოვაცხადებთ, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.