უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკთან, სამხრეთ ზაპოროჟიეში, რუსი გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცოკოვი მოკლეს.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს, ბერდიანსკის მიდამოებში, მოკლეს რუსი გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცოკოვი“, - ნათქვამია მარიუპოლის მერის განცხადებაში.
რუსი მეთაურის გარდაცვალებაზე კომენტარი უკრაინის პარლამენტის წევრმა, იური მისიაგინმაც გააკეთა:
"სამხრეთში, ოკუპირებული ბერდიანსკის რაიონში, 2023 წლის 11 ივლისს მოკლეს რუსი გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ იურიევიჩ ცოკოვი“, - განაცხადა მისიაგინმა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა სამშაბათს, Storm Shadow რაკეტით იერიში მიიტანეს სასუმრო Dunes HOTEL-ზე, სადაც ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელობა ცხოვრობდა. სწორედ ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა ცოკოვი.
უკრაინაში შეჭრამდე ცოკოვი მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთისა და სირიის წინააღმდეგ ომებში.