ავტორი:

"საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცოგოვინას სამხედრო განვითარებისთვის  ნატო-ს ფონდში დამატებით 8 მილიონ ევროს შევიტანთ" - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცოგოვინას სამხედრო განვითარებისთვის  ნატო-ს ფონდში დამატებით 8 მილიონ ევროს შევიტანთ" - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვოპკე ჰუქსტრას განცხადებით, საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცოგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარებისთვის ნიდერლანდები ნატო-ს ფონდში დამატებით 8 მილიონ ევროს შეიტანს.

"აღნიშნული თანხა უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის სისტემებზე, საბრძოლი მასალების საწყობების დაცვის გაზრდასა და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლაზე დაიხარჯება“, - განაცხადა ვოპკე ჰუქსტრამ.

მისივე თქმით, რუსეთი ამ ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებს არ ეშვება და ამ თვალსაზრისით ნატო-ს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

"დღევანდელ არასტაბილურ დროში ნატო-ს მოკავშირეების თანამშრომლობა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან რუსეთი საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინას შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს“, - განაცხადა ვოპკე ჰუქსტრამ.