ავტორი:

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა - უმრავლესობაში სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზებზე საუბრობენ

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა - უმრავლესობაში სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზებზე საუბრობენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მის მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

როგორც ქადაგიშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოცემულ შემთხვევაში საუბარია სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე იმ მიზეზით შეწყვეტაზე, როცა სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილია სხდომების ნახევარზე მეტი. ქადაგიშვილის თქმით, საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 14 ივლისს იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული საკითხის პარლამენტში გატანის შემდეგ, სერგეენკო სხდომებზე იშვიათად მიდის. მან ასევე დატოვა ჯანდაცვის კომიტეტის შემადგენლობა.