ავტორი:

"ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, "ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა, არ ჰყოფნის თავმოყვარეობა" - ირაკლი კობახიძე

"ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, "ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა, არ ჰყოფნის თავმოყვარეობა" - ირაკლი კობახიძე

"მას {ნიკა მელიას} რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, "ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითონ გავიდოდა. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება "ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად, თუმცა არ ჰყოფნის თავმოყვარეობა, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია", - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა“ დაღმა მიდის, რეიტინგი სულ უფრო მცირდება.

"მელიას რაც შეეხება, მას რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა აქამდე "ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება "ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელ ნაწილად, თუმცა არ ჰყოფნის თავმოყვარეობა, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და ძლიერის მხარე დაიჭირა შიდაპარტიულ კონფრონტაციაში. ეს არის სააკაშვილის პოზიციის მიზეზი და საფუძველი. არაფერია საინტერესო, "ნაციონალური მოძრაობა“ დაღმა მიდის, რეიტინგი სულ უფრო მცირდება და ეს არის მთავარი. შიდა დაპირისპირებები, რაც პარტიის შიგნით არის, ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა.

რაც შეეხება ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას, ეს არაჩვეულებრივი ნაბიჯი იქნება, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს "ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს. თვითონ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გვეხმარებიან, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში.

რაც მეტი შიდა კონფრონტაცია ექნებათ, მით მეტად დააზიანებენ ამ პარტიას, რაც ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან კარგია. ასე თუ გააგრძელებენ, ეს იდეალური იქნება“,- აღნიშნა კობახიძემ.