ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.