ავტორი:

მილან კუნდერა 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

მილან კუნდერა 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

მწერალი მილან კუნდერა 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელი ავრცელებს.

კუნდერა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში, 1929 წლის პირველ აპრილს დაიბადა. საბჭოთა კავშირის დროს ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებამ კუნდერას წიგნები აკრძალა და მოქალაქეობაც ჩამოართვა.

მილან კუნდერას აღიარება 1984 წელს გამოცემულმა წიგნმა, "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" მოუტანა, რომელიც საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.

რომანისტი, დრამატურგი, პოეტი და ესეისტი - კუნდერა მე-20 საუკუნის ყველაზე გამორჩეულ ჩეხ მწერლად ითვლება.