ავტორი:

ევროპაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი - იტალიის 10-ზე მეტ ქალაქში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

ევროპაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი - იტალიის 10-ზე მეტ ქალაქში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ესპანეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიისა და ხორვატიის რეგიონებში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს, მათ შორის განსაკუთრებით იტალიაში, სადაც ტემპერატურის ზრდას 48 გრადუსამდე ვარაუდობენ. ამის გამო იტალიის 10-ზე მეტ ქალაქში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.

BBC-ის ცნობით, მხოლოდ გასულ წელს უჩვეულოდ ცხელ ზაფხულს ევროპაში 60 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.