ავტორი:

მეთ დეიმონი ქალიშვილებთან და მათ მეგობრებთან ერთად წითელ ხალიჩაზე (ფოტოები)

მეთ დეიმონი ქალიშვილებთან და მათ მეგობრებთან ერთად წითელ ხალიჩაზე (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავი, მეთ დეიმონი ახალი ფილმის, Oppenheimer-ის პრემიერას ქალიშვილებთან ერთად დაესწრო. პრემიერა პარიზში, საფრანგეთში გაიმართა.

მეთ დეიმონი 4 გოგონას მამაა, რომელთაგან სამი მისი ბიოლოგიური შვილია, ხოლო ერთი - გერი.

წითელ ხალიჩაზე მსახიობთან ერთად იყვნენ 12 წლის სტელა, 14 წლის ჯია და გერი, 24 წლის ალექსია. მეთის გვერდით არ იყო მისი მეოთხე შვილი, 16 წლის იზაბელა.

წითელ ხალიჩაზე გოგონებს მეგობრებიც ახლდათ თან. პრემიერას ასევე მსახიობები ემილი ბლანტი, კილიან მერფი და რობერტ დაუნი უმცროსი ესწრებოდნენ.

ახალ ფილმში, მეთ დეიმონი გენერალ-ლეიტენანტ ლესლი გროვზს განასახიერებს.

მეთ დეიმონი შვილებთან და მათ მეგობრებთან ერთად პრემიერაზე

"ოპენჰაიმერი" კრისტოფერ ნოლანის ახალი ბიოგრაფიული დრამაა, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიზიკოსის, ატომური ბომბის მამად მიჩნეული რობერტ ოპენჰაიმერის ცხოვრებას ასახავს. ფილმში მთავარ როლს ირლანდიელი მსახიობი კილიან მერფი ასრულებს.