ავტორი:

სომალიში, სამგზავრო თვითმფრინავმა დაშვებისას ტრაექტორია დაკარგა და ორად გაიხლიჩა - შოკისმომგვრელი კადრები

სომალიში, სამგზავრო თვითმფრინავმა დაშვებისას ტრაექტორია დაკარგა და ორად გაიხლიჩა - შოკისმომგვრელი კადრები

სომალიში, სამგზავრო თვითმფრინავმა ასაფრენ ბილიკზე დაშვების შემდეგ, მოულოდნელად ბილიკიდან გადაუხვია და აეროპორტის კედელს შეეჯახა.

შეჯახების სიმძლავრის გამო, თვითმფრინავი ორად გაიხლიჩა. შემზარავი კადრები ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის დროს თვითმფრინავში სულ 34 ადამიანი იმყოფებოდა.

<iframe title="USATODAY-Embed Player" width="540" height="350" frameborder="0" scrolling="no" allowfullscreen="true" marginheight="0" marginwidth="0" src="https://uw-media.usatoday.com/embed/video/12241752002?placement=snow-embed"></iframe>

პილოტის თქმით, შემთხვევამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა. თუმცა, აეროპორტის ოფიციალური წარმომადგენლები მომხდარს მფრინავის მიერ დაშვებულ შეცდომას უკავშირებენ.

Halla Airlines-ის ცნობით, თვითმფრინავში სულ 30 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. სომალის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ ავარიის შედეგად არავინ გარდაცვლილა, თუმცა ზოგიერთ მგზავრს მცირე დაზიანებები უფიქსირდება. მანვე თქვა, რომ ფაქტების გადასამოწმებლად პილოტის კაბინაში ჩაწერილ კადრებსა და აუდიო ჩააწერს ნახავენ.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებელი პილოტს აქებდა: "ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, პილოტმა იყოჩაღა", მეორე კი წერდა: "მთავარია, რომ მიწაზე დაეშვნენ."

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა