Ka Hotels-ის მენეჯმენტში არსებული სასტუმრო Holiday Inn Telavi სტუმრების შეფასებით 2023 წლის საუკეთესო სასტუმროდ დასახელდა ევროპაში

Ka Hotels-ის მენეჯმენტში არსებული სასტუმრო Holiday Inn Telavi სტუმრების შეფასებით 2023 წლის საუკეთესო სასტუმროდ დასახელდა ევროპაში

სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია Ka Hotels სასტუმროების შემოსავლების მენეჯმენტს 2015 წლიდან ახორციელებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით საქმიანობს.

2023 წლიდან რეგიონებს, სადაც Ka Hotels-მა საქმიანობს, კახეთიც შეემატა. მიმდინარე წლის ივლისიდან Holiday Inn Telavi გახდა რეგიონში პირველი და მთავარი პარტნიორი მენეჯმენტ კომპანიისთვის.

თელავის ისტორიულ ნაწილში ჯერ კიდევ 1938 წლიდან ფუნქციონირებდა სასტუმრო „თელავი“. დღეს ეს ობიექტი „ჰოლიდეი ინის“ ბრენდით პოზიციონირებს ბაზარზე, სტუმარმასპინძლობის თანამედროვე და მრავალწლიანი საინტერესო გამოცდილების ტანდემით.

„ჰოლიდეი ინნ თელავი“ მოიცავს 85 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს. სასტუმროში 2 რესტორანი ფუნქციონირებს. ესენია „Ibérico • იბერიკო“ განახლებული ევროპული მენიუთი, მყუდრო გარემოთი და კახეთის ულამაზეს ხედებით და რესტორანი „ბატონთან“ ტრადიციული კერძებით, ინტერიერითა და მუსიკით, რომელიც ქართულ გემოს აცნობს სტუმრებს.

სასტუმრო აერთიანებს საკონფერენციო სივრცეებს, საერთაშორისო სტანდარტების ნომრებს, დახურულ აუზს, სპას, ლობს კონცეპტუალური დეტალებით და მომსახურების სტანდარტების ერთობლიობას. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი დასვენებას განსხვავებულ გამოცდილებად აქცევს.

მასპინძლები განსაკუთრებით დიდ როლს ასრულებენ იმ უდიდეს მიღწევაში, რომ Holiday Inn Telavi სტუმრების შეფასებით 2023 წლის საუკეთესო სასტუმროა ევროპაში, 244 Holiday Inn სასტუმროს შორის.

რაც შეეხება Holiday Inn Telavi კომპანიისთვის მე-8 სასტუმროა, რომელსაც აქტიურად მართავს და აორგანიზებს სასტუმროს გაყიდვებს, მარკეტინგს, ფინანსებს, რეზერვაციებსა და OTA სისტემებს. ამ მომენტისთვის KA Hotels საქართველოს 5 რეგიონშია წარმოდგენილი:

  • თბილისი - სასტუმრო ასტორია, ფაინ ასტორია, ლინკ ჰოტელი;
  • ქუთაისი - ბესტ ვესტერნი;
  • ბაკურიანი - სასტუმრო კომორები და სასტუმრო რაიმონდ პალასი;
  • გუდაური - ფაინ შალე კა გრუპისგან;
  • კახეთი - ჰოლიდეი ინნ თელავი.

R