ავტორი:

დრონებით შეტევა რუსეთის ვორონეჟისა და კურსკის ოლქებზე - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

დრონებით შეტევა რუსეთის ვორონეჟისა და კურსკის ოლქებზე - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

რუსული მედია რუსეთის ვორონჟისა და კურსკის ოლქებზე დრონებით შეტევის შესახებ წერს. მათივე ცნობით, როგორც ვორონეჟის გუბერნატორი, ალექსანდრე გუსევი აცხადებს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟთან მიახლოებისას სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ვორონეჟიდან რამდენიმე კილომეტრში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს სამი უპილოტო საფრენი აპარატი. მსხვერპლი და დაზიანებები არ ყოფილა“, - წერს გუსევი "ტელეგრამ“ არხზე.

ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად, ქალაქში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

"ღამით ქალაქ კურჩატოვში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივი დაზიანდა. არავინ დაშავებულა“, - წერს რომან სტაროვოიტი "ტელეგრამ“ არხზე.