ავტორი:

ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული ბალისტიკური საკონტინენტთაშორისო რაკეტა რუსეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული ბალისტიკური საკონტინენტთაშორისო რაკეტა რუსეთის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა

ჩრდილოეთ კორეის მიერ 12 ივლისს გაშვებული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა რუსეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა), ზღვაში ჩავარდა, - ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოზე, ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ხალედ ჰიარიმ განაცხადა.

ცნობისთვის:

  • ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, იგივე განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა - სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ტერიტორიული ზღვის გარეთ და მის მიმდებარედ, საწყისი ხაზებიდან 200 საზღვაო მილით (370 კმ) დაშორებულ ხაზამდე განთავსებული ზღვის სივრცის მის განსაკუთრებულ ეკონომიკური ზონად გამოცხადება. ასეთ ზონაში სანაპირო სახელმწიფოს ზღვის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების მოპოვების და გამოყენების უფლება ეკუთვნის. გარდა ამისა, იგი ადგენს ამ ზონაში ხელოვნური კუნძულების და ნაგებობების აგების, სამეცნიერო კვლევების და გარემოს დაცვის წესებს.

ხალედ ჰიარის განმარტებით, რაკეტის ფრენა დაახლოებით 74 წუთს გაგრძელდა და მისი დაცემის ადგილი რუსეთის ექსკლუზიური ეკონომიკის ზონაა.

ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. ბალისტიკური რაკეტის გაშვებისას ჩრდილოეთ კორეის მთავრობის სპიკერმა თქვა, რომ ის "მტრული ძალების სამხედრო მოქმედებების შეკავების მიზნით გაუშვეს".

მისივე თქმით, ამგვარ ბალისტიკურ რაკეტებს "დედამიწის უმეტეს წერტილებთან მიღწევა შეუძლია". აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ უკვე 90-ზე მეტი რაკეტა გამოსცადა.