ავტორი:

ტბა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს კაცობრიობის მავნე ზემოქმედებას პლანეტაზე - "კროუფორდის ფსკერის ნალექი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი გეოლოგიური ეპოქის დაწყების ნიშნად"

ტბა, რომელიც საუკეთესოდ აღწერს კაცობრიობის მავნე ზემოქმედებას პლანეტაზე - "კროუფორდის ფსკერის ნალექი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი გეოლოგიური ეპოქის დაწყების ნიშნად"

კანადის პროვინცია ონტარიოში მდებარეობს ტბა კროუფორდი, რომელიც ადამიანის მიერ დედამიწის ეკოლოგიასა და გეოლოგიაზე ზემოქმედების საუკეთესო მაგალითად მიიჩნევა. მეცნიერები ცდილობენ, გამოყონ უახლესი გეოლოგიური პერიოდი, რომელიც ადამიანების მიერ განხორციელებულ ცვლილებებს ასახავს და კროუფორდის ტბა ამისი შესანიშნავი მაგალითია.

ტბის ქვედა ფენებში დაფიქსირდა წიაღისეული საწვავის ინტენსიური წვის შედეგად წარმოქმნილი ნალექები და ბირთვული გამოცდების შედეგად მიღებული პლუტონუმიც კი.

"სიმბოლურია, რომ სწორედ კროუფორდის ფსკერის ნალექი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი სავარაუდო გეოლოგიური ეპოქის, ანთროპოცენის დაწყების ნიშნად (ჯერ კიდევ ახალი ტერმინი, რომელიც გულისხმობს ადამიანის გავლენას პლანეტაზე)", - ამბობენ მეცნიერები.

ამ ათწლეულში იწყება ე.წ. დიდი აჩქარება, როდესაც პლანეტაზე მცხოვრებთა რაოდენობა და მათი მოთხოვნები გაიზარდა. ამ ნახტომს თან ახლდა მასალების სიმრავლე, რომელიც მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ გამოჩნდა, როგორიცაა ალუმინი, ბეტონი და პლასტმასი.

კროუფორდის ფსკერის ნალექში მეცნიერებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ "აჩქარების“ გავლენას.

ზაფხულის თბილ თვეებში წყალმცენარეების აქტივობა წყალში აყალიბებს მცირე ზომის კრისტალებს, რომლებიც იძირებიან ფსკერზე და ქმნიან თეთრ ფენას. ზამთარში წყალმცენარეები და ტბაში მცხოვრები სხვა ორგანიზმები იღუპებიან და მათი ორგანული ნაშთები შავ-ყავისფერ მასას უერთდება.

ღია და მუქი ზოლების ამ მონაცვლეობაში აისახება ყველა ის ცვლილება, რასაც ტბის ირგვლივ არსებული გარემო განიცდის.

"ამ ნაწილაკების ზრდის მიზეზი ის არის, რომ ტბიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით არის კანადის უდიდესი ინდუსტრიული ქალაქი ჰამილტონი, სადაც მე-20 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, ფოლადის ქარხნები მუშაობენ“, - განმარტავენ მეცნიერები.

კიდევ ერთი საკვანძო მარკერი არის პლუტონიუმი.

კროუფორდის ტბის ფსკერიდან სილის ნიმუშები ბრიტანეთში გაგზავნეს, რათა დადგინდეს, როდის გამოჩნდა რადიოაქტიური ელემენტების კვალი ქვედა ფენებში და რა სიჩქარით გაიზარდა მათი კონცენტრაცია.

"ნალექებსა და ტბის სხვა ნიმუშებში პლუტონიუმი დაახლოებით 1945 წელს გამოჩნდა, რაც დაკავშირებულია ბირთვული იარაღის ტესტირების პროგრამასთან. მაგრამ ის წერტილი, რის შემდეგაც პლუტონიუმის დაგროვება გლობალური გახდა, მაღალი გამოსხივების თერმობირთვული ბომბების გამოცდის შემდეგ, 1962 წლიდან დადგა“, - განუცხადა BBC-ს მეცნიერმა, რომელმაც დასძინა, რომ იზოტოპს, რომელსაც ისინი თვალს ადევნებენ, აქვს ნახევარგამოყოფის პერიოდი 24 000 წელი, ასე რომ, ის ნალექში ხილული მინიმუმ 100 000 წლის განმავლობაში იქნება.

წარმოიდგინეთ, რომ ათასწულეულების შემდეგ, შორეული მომავლის გეოლოგები შეისწავლიან დღევანდელ დანალექ საბადოებს, რათა გაიგონ, რა გლობალური ცვლილებები განხორციელდა პლანეტა დედამიწაზე მე-20 და 21-ე საუკუნეებში.

ახალი ეპოქის აღიარების სპეციალური სამსახური კროუფორდის ტბის შესახებ თავის რეკომენდაციებს ფართო გეოლოგიურ საზოგადოებას მიმდინარე წლის ბოლოს წარუდგენს.

იხილეთ ასევე:

ავტირი: ეკა დარჩიაშვილი