უკრაინა რუსეთის საპასუხო დაბომბვას ბალისტიკურად გადაკეთებული, ყველაზე დიდი საზენიტო რაკეტებით იწყებს?

უკრაინა რუსეთის საპასუხო დაბომბვას ბალისტიკურად გადაკეთებული, ყველაზე დიდი საზენიტო რაკეტებით იწყებს?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რუსეთის გენშტაბში აცხადებენ, რომ 9 ივლისს ყირიმის ხიდისა და შაიკოვკას სამხედრო აეროდრომის (როსტოვის ოლქი) მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა თითქოს ოთხი ს-200 ტიპის საზენიტო რაკეტა გაუშვეს, რომლებიც წარმატებულად მოიგერიეს.

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ძალიან დიდ ეჭვს გამოიწვევდა, რომ არა ერთ-ერთი რაკეტის მიწაზე დაცემის მომენტი, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა და რომელზეც გაელვებული რაკეტის კონფიგურაცია მართლაც ძალიან წააგავს C-200-ისას...

C-200 ტიპის რაკეტის გამოყენება სახმელეთო მიზნის დასაზიანებლად იმიტომაც მოჩანდა ცოტა დაუჯერებლად, რომ C-200-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ეს რაკეტა "მიწა-ჰაერის“ დანიშნულებისაა და არა - „მიწა-მიწის“, თუმცა თუკი რუსი ოკუპანტები მთელი ომის განმავლობაში ინტენსიურად იყენებენ C-300 ტიპის კომპლექსების მოძველებულ და გადაკეთებულ საზენიტო რაკეტებს უკრაინული ქალაქების დასაბომბად, რატომ არ შეეძლოთ იმავეს გამეორება უკრაინელებს?

C-200 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ჯერ კიდევ 1967 წელს მიიღო შეიარაღებაში საბჭოთა კავშირის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა და მისი 7-ტონიანი და 11 მ-მდე სიგრძის საზენიტო რაკეტა იმ დროს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდად და შორსმოქმედად ითვლებოდა, რადგან მის ბოლო მოდიფიკაციებს საჰაერო სამიზნის ჩამოგდება 40 კმ სიმაღლეზე და 255 კმ-ის სიშორეზეც კი შეეძლოთ.

C-200 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ძირითადი დანიშნულება იყო, რაც შეიძლება შორ მანძილზე ჩამოეგდოთ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ბომბდამშენები, რისთვისაც სპეციალურად გამზადებული გახლდათ ბირთვულქობინიანი საზენიტო რაკეტები. გააგრძელეთ კითხვა