როგორ დავიკლოთ წონაში? - 5 რჩევა დიეტოლოგისგან

როგორ დავიკლოთ წონაში? - 5 რჩევა დიეტოლოგისგან

მოდუნებულ სხეულზე და მომატებულ კილოგრამებზე ყველაზე მეტად დასაქმებულები დარდობენ, რადგანაც მთელ დღეს ოფისში, კომპიუტერის წინ უმოძრაოდ ატარებენ.

წონაში მომატების ძირითადი მიზეზებია: არაჯანსაღი კვება, ქრონიკული სტრესი, უძილობა, ჰიპოდინამია, მედიკამენტები, ალკოჰოლის ხშირად მიღება, გენეტიკური განწყობა, მენოპაუზა, გარკვეული ენდოკრინოლოგიური დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა; კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა).

5 რჩევა წონაში დასაკლებად დიეტოლოგ ნატა გაგუასგან:

1. კვებისას რეგულარული და ჯერადი რეჟიმი დაიცავით.

2. საკვები დაღეჭეთ აუჩქარებლად, 15 წუთი მაინც უნდა გაგრძელდეს საკვების მიღების პროცესი. ეს დანაყრების შეგრძნებას დროულად გაგვიჩენს.

3. შეუძლებელია წარმატებულად დავიკლოთ მხოლოდ დროებითი დიეტით, საჭიროა სამუდამოდ შევცვალოთ ჩვენი რაციონი და კვებითი ჩვევები. ესაა ყველაზე სანდო გზა.

4. გაზარდეთ საერთო ფიზიკური აქტივობა და მიღებული წყლის რაოდენობა.

5. ნუ შეუშინდებით სიძნელეებს, ჯანსაღმა სურვილმა უნდა მოგვცეს ძალა და რწმენა, რათა ნაბი-ნაბიჯ მივუახლოვდეთ სასურველ მიზანს. წყარო