ავტორი:

აშშ-ს ცხელი ტალღა უტევს: მილიონობით დაზარალებული და გადაჭედილი საავადმყოფოები - მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გაგრძელდება

აშშ-ს ცხელი ტალღა უტევს: მილიონობით დაზარალებული და გადაჭედილი საავადმყოფოები - მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გაგრძელდება

პარასკევს, გვიან ღამით, აშშ-ში სიცხემ მინიმუმ 113 მილიონი ამერიკელი დააზარალა. გამორჩეულად ცხელი იქნება შაბათიც - დღისით მაქსიმალური პროგნოზი ზოგიერთ რაიონში 115F (46C) ფიქსირდება. მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, მომავალ კვირამდე გაგრძელდება.

პარკებმა, მუზეუმებმა, ზოოპარკებმა და ბიზნესებმა ექსტრემალური სიცხის გამო სამუშაო საათები შეამცირეს, საავადმყოფოებში კი პაციენტების რიცხვმა იმატა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ტემპერატურის მატება კლიმატის ცვლილებამ განაპირობა. ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა, რომელიც ცნობილია როგორც „ელ ნინიო“, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ხდება და ტემპერატურის მატებას იწვევს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, სიცხის გამო აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 700 ადამიანი იღუპება.

აშშ-ის გარდა, საგრძნობლად მაღალი ტემპერატურა ევროპაშიც დაფიქსირდა. სიცხის გამო, პარასკევს, საბერძნეთში აკროპოლისი დახურეს.