ავტორი:

20 გარდაცვლილი და 10 დაკარგული - სამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

20 გარდაცვლილი და 10 დაკარგული - სამხრეთ კორეაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

სამხრეთ კორეაში წყალდიდობაა. უხვმა ნალექებმა ქვეყანაში მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა და რამდენიმე ადგილას მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია.

BBC-ის ინფორმაციით, წყალდიდობას ქვეყანაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიურმა უბედურებამ ქვეყანაში ელექტროგადამცემი ხაზები და საავტომობილო გზები დააზიანა.

შაბათს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, გოესანის კაშხალი ადიდდა, რის შედეგადაც დაახლოებით 6,400 მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა. ოფიციალური პირების განცხადებით, დაკარგულია კიდევ 10 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავებულია.