ფრანგული მედიის ცნობით, მომღერალი და მსახიობი ჯეინ ბირკინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგლისური ფესვების ფრანგი ვარსკვლავი საკუთარ სახლში გარდაცვლილი მისმა მომვლელმა ნახა.
ლონდონში დაბადებულმა ბირკინმა კარიერა დაიწყო როგორც მსახიობმა.

საერთაშორისო პოპულარობა კი მოიპოვა ათწლეულის განმავლობი სერჟ გენსბურგთან ეკრანული და ასევე მის მიღმა პარტნიორობით. წყვილმა ერთმანეთი 1969 წელს ფრანგულ სატირულ რომანტიკულ კომედიაში, "Slogan"“ გაიცნო. .
12 წლის განმავლობაში ერთად იყვნენ, თუმცა არასდროს დაქორწინებულან. ჰყავთ საერთო ქალიშვილი, რომელიც დღეს ცნობილი მსახიობია - შარლოტა გენსბურგი.

2022 წლის მარტში მომღერალი იძულებული გახდა გადაედო პარიზში დაგეგმილი კონცერტები მხრის მოტეხილობის გამო.
ჯეინ ბირკინი გარდა მუსიკალური და სამსახუობო შემოქმედებისა, ცნობილია, თავისი შთამაგონებელი სტილით, რომელიც დღემდე მისაბაძია ბევრი ქალისთვის.