ავტორი:

"რა ვიცით, რომ ნიმუში იყო, რა ვიცით, რომ გაჰქონდა და შემოტანილი არ ჰქონდა?" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობაზე

"რა ვიცით, რომ ნიმუში იყო, რა ვიცით, რომ გაჰქონდა და შემოტანილი არ ჰქონდა?" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, გაუგებარია ის სკანდალი, რაც პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს მოჰყვა.

როგორც გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა რჩება.

"ვიცი, რომ რაღაც სკანდალი მოხდა. რა სკანდალი იყო, მართალი გითხრათ, შინაარსი ვერ გავიგე. რა ვიცით, რომ ნიმუში იყო? რა ვიცით, რომ გაჰქონდა და შემოტანილი არ ჰქონდა? რა ვიცით, რა ედო ადამიანს ფეხთან?!“, - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება "ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას".