ავტორი:

"ოჯახი აღფრთოვანებულია და აუგი მოუთმენლად ელის, რომ დიდი ძმის როლი მოირგოს“ - რა ვიცით პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან

"ოჯახი აღფრთოვანებულია და აუგი მოუთმენლად ელის, რომ დიდი ძმის როლი მოირგოს“ - რა ვიცით პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სამყაროს ყველა წერტილში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ალბათ, ცოტას თუ ნახავთ ისეთს, პრინც ჰარისა და მეგანის, ელიზაბეტისა და ჩარლზის შესახებ რაიმე ამბავი ან ჭორი არ იცოდეს, თუმცა რა ვიცით სხვა პრინცესებზე, რომლებიც ბუკინგემის სასახლის დიდი შტოს წარმომადგენლები არიან?

პრინცესა ევგენიას წარმომავლობა წმინდად კავშირშია სამეფო ოჯახთან, ის იორკის ჰერცოგის, პრინც ენდრიუსის და იორკის ჰერცოგინიას - სარას უმცროსი ქალიშვილია, ევგენია მეფე ჩარლზ მესამის დისშვილი და დედოფალ ელიზაბეტ მეორის შვილიშვილია. რა თქმა უნდა, პრინცესას ერთი სახელი არ შეშვენისო და 1990 წელს, ევგენიას დაბადებისას, სრული სახელი ევგენი ვიქტორია ჰელენა შეურჩიეს. პრინცესა ევგენია მეთერთმეტე ადამიანია ტახტის რიგში, პრინცესას ტიტული სრულიად აკმაყოფილებს და ცხოვრების განსხვავებულ, საინტერესო გზას მიჰყვება.

12 წლის ასაკში ევგენიას სკოლიოზის მძიმე ფორმა აღმოაჩნდა, რის გამოც, სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო, პრინცესას სკოლიოზის გასასწორებლად ზურგში ლითონის ჯოხები ჩაუდგეს და დიდი ნაიარევი, ზურგზე, ყოველთვის ახსენებს ბავშვობის პატარა ტრავმას, რომელსაც საზოგადოებას დიდხანს უმალავდა. დღეს ევგენია ინგლისის ეროვნული ორთოპედიული საავადმყოფოს მფლობელია და მოზარდებს მსგავსი პრობლემის დაძლევაში ეხმარება. პრინცესა ბუკინგემის სასახლეში ერთ-ერთი ყველაზე ქველმოქმედი ადამიანია, ჩართულია მონობის საწინააღმდეგო საქმიანობაში და დაარსებული აქვს ანტიმონობის კოლექტივი, ორგანიზაცია.

პრინცესას ყველა სამეფო დღესასწაულზე ვერ შეამჩნევთ, ის პერიოდულად ჩნდება და თავისი დახვეწილი და გამორჩეული ქცევებით მედიის ყურადღებასაც იქცევს. ევგენია დედოფალ ელისაბედის ერთ-ერთი საყვარელი შვილიშვილი იყო, დედოფლის დაკრძალვაზე მგლოვიარე ოჯახის წევრებს შორის მწუხარებით გამოირჩეოდა, ელიზაბეტის გარდაცვალება ევგენიამ ძალიან განიცადა. პრინცესა გამორჩეულად მეგობრობს ჰარისთან და მეგანთან, წლების წინ, როდესაც ჰარისა და მეგანის ქორწილი იგეგმებოდა, ევგენია ბუკინგემის სასახლეში ჩუმად მივიდა და წყვილთან ერთად კოსტიუმებით ჰელოუინის საღამოზე გაიპარა.

"ევგენია ჩვენთან მოვიდა, ჯეკი, მისი ქმარიც, ჩვენთან იყო. გადავიცვით კოსტიუმები და ჩუმად ჰელოუინის საღამოზე გავიპარეთ, ძალიან უცნაური კოსტიუმები გვეცვა. იმ საღამოს ჩვეულებრივი წყვილები ვიყავით, სამეფო ოჯახის რეგალიების გარეშე, კარგი დრო გავატარეთ“, - თქვა ჰარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ევგენია საინტერესო ადამიანია, ამას სასახლეში, პრესაში და მის სფეროში მომუშავე ადამიანები ადასტურებენ. კეთილი, სოციალური და სანდო, სხვებისგან გამორჩეულია. პრინცესას რეგულარული სამსახური აქვს, ისე ცხოვრობს, როგორც სხვა ბრიტანელები. რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებაში ჯეკი, მეორე ნახევარი და ცხოვრების მეგზურიც გამოჩნდა. კეთილი პრინცესას ცხოვრებაში კიდევ ერთი კეთილი ამბავი 2010 წელს დაიწყო, როდესაც ევგენია შვეიცარიაში, კურორტზე ატარებდა დროს. პრინცესა 20 წლის იყო, ჯეკ ბრუკსბანკი კი - 24-ის. ევგენია შვეიცარიაში წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ისვენებდა, თუმცა ჯეკი იქ არასდროს ენახა.

2010 წელს სამეფო წყვილის შეხვედრა დაუგეგმავად და უეცრად შედგა, ასევე უეცრად განვითარდა მოვლენები. 2011 წელს ჯეკი და ევგენია სამეფო დოღზე ერთად გამოჩნდნენ. ევგენია, ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ნაკლები სამეფო შეზღუდვებით გამოირჩევა, ამიტომ მისი და ჯეკის ურთიერთობაზე მედიას ბევრი ინფორმაცია მარტივად მიეწოდებოდა. 2013 წელს პრინცესა ევგენია ლონდონიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, ამერიკაში პრინცესამ დროებითი სამსახური იპოვა და შეყვარებული დროებით დატოვა.

"ერთმანეთს Skype-ის მეშვეობით ველაპარაკებოდით, შევძელით და შორ მანძილზე ურთიერთობა შევინარჩუნეთ“, - უთხრა პრინცესამ ერთ-ერთ გამოცემას.

2 წელში ევგენია სამშობლოს დაუბრუნდა და 2018 წელს ნიკარაგუაში ჯეკმა რჩეულს ხელიც სთხოვა. ახალი სამეფო ქორწილისთვის მზადება დაიწყო, ბუკინგემი მორიგი ცერემონიისთვის უნდა მომზადებულიყო. სამეფო ოჯახის youtube-გვერდზე ვიდეო გავრცელდა, სადაც ევგენიას ჯეკი ტბის პირას სთხოვდა ხელს. განაგრძეთ კითხვა