ავტორი:

"ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია" - მედია

"ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია" - მედია

ყირიმის ხიდის მალის ჩამოშლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მანამდე ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა "საგანგებო ინციდენტის" გამო შეჩერებულია. მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და ყველა პასუხისმგებელი სამსახური მუშაობს.

აქსიონოვმა ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ ვიტალი საველიევთან განიხილა.

ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ხიდზე ორი აფეთქება მოხდა.

ყირიმის ხიდს ყირიმისთვის საწვავის, საკვებისა და სხვა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის რუსული ძალების მომარაგების მთავარი მარშრუტი გახდა მას შემდეგ, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა.