ავტორი:

"ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა

"ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტების გასაკეთებლად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.

თავად პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი უწყებაში არ მისულა, რადგან, ოფიციალური ინფორმაციით, ის ამჟამად, პოლონეთში იმყოფება.

პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში კლინიკა "ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს.

შეგახსენებთ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პოლონელი ექიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისაგან აღებული ნიმუშების გატანას მალულად, ფეხსაცმლის საშუალებით ცდილობდა. უწყებამ შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

ასევე იხილეთ: