ავტორი:

"უკრაინელებმა ერთ კვირაში 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

"უკრაინელებმა ერთ კვირაში 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს" - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინელმა დამცველებმა, გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

"გასული კვირის განმავლობაში, ჯამში, აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი მოქმედებების შედეგად თითქმის 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გათავისუფლდა. ზოგადად, კონტრშეტევის დროს გათავისუფლებული ტერიტორია 210.5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა ანა მალიარმა.