ავტორი:

"დაღლილი იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო... ისიც ადამიანია" - რას ამბობს ზურიკო დავითაშვილი "კვარას" შესახებ

"დაღლილი იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო... ისიც ადამიანია" - რას ამბობს ზურიკო დავითაშვილი "კვარას" შესახებ

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გული სწყდებათ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, 21-წლამდელთა ნაკრებში ხვიჩა კავარცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ არ ითამაშეს. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა.

ამ თემაზე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა. ზურიკომ "იუთუბზე", Geo Team-ის არხზე, გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა, ერთ-ერთი კითხვა კი ასეთი იყო - "როგორ ფიქრობ, "კვარას" რომ ეთამაშა 21 წლამდელებში სხვა შედეგი გვექნებოდა?"

  • ზურიკო დავითაშვილი:

"როგორ გითხრათ, ასე ვერ გაიგებ, "კვარას" რომ ეთამაშა შეიძლება თასიც აგვეწია, ან ისე არ წასულიყო საქმე, როგორც ახლა წავიდა. რომ წერენ ხოლმე, "კვარამ" და მიქაუტამ არ ითამაშესო, როცა ფეხბურთელი ამხელა სეზონს ითამაშებს... "კვარაზე" ვთქვათ, წავიდა, რამდენი რაღაც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. ისეთი დაღლილი იყო, ბოლო თამაშებშიც ყველამ დაინახა.

ძალიან უნდოდა თამაში... რაღაც ისე ვერ ექნა თავისი დაღლილობის გამო, რასაც ხალხი ელოდებოდა, მერე დაიწყებდნენ სხვანაირად ლაპარაკს. დაღლილი იყო და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ისიც ადამიანია და როცა ხალხმა არ იცის შიგნით რა ხდება, არ არის სასურველი ისეთი ლაპარაკი, კრიტიკა იმის გამო, რომ ვერ ითამაშა".