ავტორი:

ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი ზაპოროჟიეს ოლქში, ბრძოლის დროს დაიჭრა

ცნობილი უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი ზაპოროჟიეს ოლქში, ბრძოლის დროს დაიჭრა

ცნობილი უკრაინელი კინორეჟისორი და მწერალი ოლეგ სენცოვი ზაპოროჟიეს ოლქში ბრძოლის დროს ნამსხვრევებით დაიჭრა. ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში რეჟისორი ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

ოლეგის ინფორმაციით ნამსხვრევევის ნაწილი სახიდან ამოუღეს, თუმცა კიდურებში მათი ნაწილი ისევ დარჩა, "სამი ადამიანი დავშავდით, ძირითადად ნამსხვრევებით - სახიდან უკვე ამომიღეს, ხელ-ფეხში "პატარები" სამუდამოდ დარჩებიან ჩემთან. სხვა ბიჭებიც კარგად არიან - ზაპოროჟიის ექიმებმა იციან თავიანთი საქმე, გმადლობთ“, - წერს სენცოვი.

47 წლის ყირიმელი ოლეგ სენცოვი 2014 წელს რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და ტერორიზმის ბრალდებით 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის პროტესტის ნიშნად 145 დღე შიმშილობდა. 2019 წელს სენცოვი პატიმრების გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს. მწერალსა და რეჟისორს კიევის ბორისპოლის აეროპორტში დაბრუნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ოჯახის წევრები და სხვები დახვდნენ.