ავტორი:

პრინცი და პრინცესა, ბრედ პიტი, პრიანკა ჩოპრა, ჰიუ ჯეკმენი და სხვები - ვარსკვლავთცვენა უიმბლდონის ტურნირზე (ფოტოები)

პრინცი და პრინცესა, ბრედ პიტი, პრიანკა ჩოპრა, ჰიუ ჯეკმენი და სხვები - ვარსკვლავთცვენა უიმბლდონის ტურნირზე (ფოტოები)

უიმბლდონის ტურნირი - უძველესი საჩოგბურთო ტურნირი მსოფლიოში, რომელიც 1877 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ლონდონის უბან უიმბლდონში და მიიჩნევა ჩოგბურთში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად.

არის ოთხიდან ერთ-ერთი "დიდი მუზარადის" ტურნირებიდან და ერთადერთი, რომელიც ტარდება ბალახის საფარის კორტებზე. ტრადიციულად იწყება ივლისის დასაწყისში და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ უიმბლდონი მამაკაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ როჯერ ფედერერმა მოიგო, რომელიც 8-ჯერ გახდა ჩემპიონი, ხოლო ქალებში მარტინა ნავრატილოვამ 9-ჯერ იზეიმა გამარჯვება.

წელს უიმლდონის ტურნირის ვაჟების ფინალში 20 წლის კარლოს ალკარას გარფიამ ურთულეს დაპირისპირებაში დაამარცხა გამოცდილი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ტურნირზე მაყურებელთა შორის მუდმივად თავს იყრიან ცნობილი ადამიანები, შესაბამისად, გარდა საჩოგბურთო სანახაობისა, მათი ჩაცმულობა თუ ქცევა მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

წლევანდელ ტურნირს, შვილებთან ერთად, ესწრებოდნენ ინგლისური ჩოგბურთისა და კრიკეტის დიდი გულშემატკივრები - უელსის პრინცი უილიამი და პრინცესა ქეით მიდლტონი, რომელიც რეგულარულად ესწრება ყოველწლიურ ტურნირს. ვარსკვლავთცვენა სამეფო ოჯახით არ დამთავრებულა, ტურნირს ასევე ესწრებოდნენ: ბრედ პიტი, ჰიუ ჯეკმენი, არიანა გრანდე, დევიდ ბექჰემი, ორლანდო ბლუმი, რეიჩელ ვაისი, დენიელ ქრეგი, ტომ ჰიდლსტონი, ემა ვოთსონი, პრიანკა ჩოპრა და სხვები..

წყარო: harpersbazaar

მოამზადა: ანა სიბოშვილმა