ავტორი:

"ის სრულიად გარიყული და მარტოსულია. მისმა კოლეგებმა და თაყვანისმცემლებმა გადავწყვიტეთ, ინგა სამშობლოში დავაბრუნოთ" - რას წერს მანანა მენაბდე ინგა ფერაძეზე?

"ის სრულიად გარიყული და მარტოსულია. მისმა კოლეგებმა და თაყვანისმცემლებმა გადავწყვიტეთ, ინგა სამშობლოში დავაბრუნოთ" - რას წერს მანანა მენაბდე ინგა ფერაძეზე?

მომღერალი ინგა ფერაძე წლებია ემიგრაციაში, ბრიუსელის გარეუბანში, სოციალურ ბინაში ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს. ინგა ფერაძე საქართველოში პოპულარული 70-80-იან წლებში იყო. ის ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა. ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უკვე რამდენიმე წელია ბელგიაში იმყოფება.

მომღერალი მანანა მენაბდე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს ინგა ფერაძის თაობაზე და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

"ჩემო საყვარელო მეგობრებო მოგესალმებით!

სანამ თხოვნით მოგმართავდეთ, მანამდე მოკლედ გიამბობთ რა ხდება. ამის შემდეგ გადაწყვიტეთ მიიღებთ ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას თუ არა: ბრიუსელში მოხუცთა პანსიონში რომელსაც "PETTI ILLE“ ჰქვია, აგერ უკვე 3 წელზე მეტია, იმყოფება ჩვენი საყვარელი მომღერალი და ადამიანი - ინგა ფერაძე.

ის აქ შემთხვევით აღმოაჩინა ჟურნალისტმა და კინო დოკუმენტალისტმა - ირაკლი კორძაიამ, რომელიც ბრიუსელში ჩავიდა, ინგა ფერაძეზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. მდგომარეობა შემდეგშია - ინგას აქვს დემენცია საწყის ფორმებში და მისი მდგომარეობა უარესდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ინგა არც ფრანგულ და არც ნიდერლანდურ ენებს არ ფლობს. ამიტომაც კომუნიკაციაში ვერავისთან ვერ შედის. ამის გამო ის სრულიად გარიყული და მარტოსულია. ეს ამძიმებს მის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას.

ინგას კოლეგებმა და მისმა თაყვანისმცემლების ჯგუფმა, გადავწყვიტეთ ინგა მის საყვარელ საქართველოში დავაბრუნოთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნება და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა მისი სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგანაც თავად ოცნებობს საქართველოში დაბრუნებაზე. ჩვენ დავუკავშირდით თბილისის მოხუცთა პანსიონატს “ლალა-მარიას” და პანსიონატის დირექციამ მზაობა განაცხადა ინგას მიღებაზე! ისინი სიხარულით ელიან მას!

აქ ინგას ექნება ცალკე ოთახი, მოვლა და პატრონობა, პროფესიონალურ დონეზე. ინგას ახლა თითოეული ჩვენგანის თანადგომა ესაჭიროება. ნებისმიერი დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ჩვენი საყვარელი მომღერალი და მეგობარი - ინგა ფერაძე საქართველოში. გვაქვს მცირედი თანხა ჩვენი დანაზოგებიდან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ TBC ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე, რომელიც ჩემს სახელზეა გახსნილი:

მიმღები - მანანა მენაბდე ანგარიში - GE92TB7910645064400003 P.S. " - წერს მანანა მენაბდე.

ასევე იხილეთ: