ავტორი:

"რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა" - პესკოვი

"რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა" - პესკოვი

შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ შეთანხმებამ მოქმედება შეწყვიტა, ის შეჩერებულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ფაქტობრივად, დღეს შეწყდა შავი ზღვის შეთანხმების მოქმედება, როგორც ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ბოლო ვადა 17 ივლისია. სამწუხაროდ, ამ შეთანხმებაში რუსეთთან დაკავშირებული ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამიტომ მისი მოქმედება წყდება“, – განმარტა კრემლის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, როგორც კი შესრულდება შეთანხმებების ნაწილი, რომელიც ეხება რუსეთს, მოსკოვი დაუყოვნებლივ დაბრუნდება მის განხორციელებას.