ავტორი:

რუსეთის "სუ-25“ აზოვის ზღვაში ჩავარდა

რუსეთის "სუ-25“ აზოვის ზღვაში ჩავარდა

კრასნოდარის მხარის იეისკის რაიონში აზოვის ზღვაში „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩავარდა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"პილოტი ცოცხალია, მან კატაპულტირება განახორციელა“, - აღნიშნავს წყარო.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, მაშველებმა მფრინავის ევაკუაცია დროულად მოახდინეს.