ავტორი:

"ახალგაზრდებსა და ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ" - გია ვოლსკი

"ახალგაზრდებსა და ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ" - გია ვოლსკი

"ახალგაზრდებში, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ - დესტაბილიზაციის წინაპირობების შექმნა არის დღის წესრიგში", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც "აჭარანეტზე" განთავსებულ ანიმაციას გამოეხმაურა.

ვოლსკი აცხადებს, რომ არ იცის, ვისი მონაწილეობით შეიქმნა ანიმაცია, მაგრამ ამბობს, რომ დაძაბულობის შექმნაში ოპოზიციაა ჩართული.

"როგორც კანონმდებელმა ამ თემაზე, ყველამ ერთი რამ უნდა თქვას, რომ საქართველოში ყველას უფლება დაცული უნდა იყოს, ლგბტ იქნება თუ ნებისმიერი სხვა უმცირესობის წარმომადგენელი. იგი ისეთნაირად არის პასუხისმგებელი და იმავენაირად დაცული კანონის მიერ, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე, მაგრამ როცა საქმე ეხება პროპაგანდას, როგორც მოქალაქე, ვფიქრობ, ეს არის საგანგებოდ დაგეგმილი, დარაზმული ადამიანების მიერ, შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, რათა დაპირისპირების სხვადასხვა კერები წარმოიშვას, რომლითაც კონკრეტული პირები ისარგებლებენ.

როცა ეს საქართველოს ეხება, უფრო ვღელავთ და მეტ განცხადებებს ვაკეთებთ, მაგრამ მსოფლიოსთვის ეს ახალი ამბავი არ არის. ახალგაზრდებში, ბავშვებში ლგბტ პროპაგანდა არ არის მხოლოდ უზნეობა, ეს არის შეთქმულების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ, დესტაბილიზაციის წინაპირობების შექმნა არის დღის წესრიგში. მე არ ვიცი, ანიმაციის შექმნაში ვინ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ფაქტია, დაძაბულობის შექმნაში აქტიურად არიან რადიკალური ოპოზიციური ფრთიდან ჩართულნი", - განაცხადა ვოლსკიმ