ავტორი:

სტიქია ყვარელში - ადგილობრივების თქმით, სეტყვამ ასობით ჰექტარი ვენახი გაანადგურა, მოგლეჯილია ხეები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა

სტიქია ყვარელში - ადგილობრივების თქმით, სეტყვამ ასობით ჰექტარი ვენახი გაანადგურა, მოგლეჯილია ხეები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა

ყვარელში სეტყვა იყო. სტიქიამ მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახების ნაწილი დააზიანა.

ადგილობრივების თქმით, ამ დროის ინფორმაციით განადგურებულია ასობით ჰექტარი ვენახი.

სეტყვას თან ქარიც ახლდა, რამაც ქალაქში მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა. დროებით შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა.

სტიქიის ზონაში მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია