ავტორი:

ალექსანდრე ლუკაშენკო სახალხო ლაშქარს ქმნის - ბელარუსის პრეზიდენტმა შესაბამის კანონს ხელი მოაწერა

ალექსანდრე ლუკაშენკო სახალხო ლაშქარს ქმნის - ბელარუსის პრეზიდენტმა შესაბამის კანონს ხელი მოაწერა

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკომ სახალხო ლაშქრის შექმნის შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დაწესებულ სამხედრო მდგომარეობის უზრუნველყოფაში ნებაყოფლობით მონაწილეობისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლების შექმნას ემსახურება.

ასევე მასში შეტანილია დამატებითი პირობები საკუთრების ნებისმიერი ფორმის დაცვისთვის.