ავტორი:

"ვცხოვრობ დაქალთან, იქ ბავშვებს ვერ წავიყვან, რადგან ბავშვები არ უყვარს" - გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი მსახიობთან დაშორებაზე საუბრობს

"ვცხოვრობ დაქალთან, იქ ბავშვებს ვერ წავიყვან, რადგან ბავშვები არ უყვარს" - გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი მსახიობთან დაშორებაზე საუბრობს

მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს ენი გასიევას დაშორდა, ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ენი "ოფენ ეარზე“ ახალგარზდა კაცს მკერდზე კოცნიდა. მალევე ლენუკა ყიფშიძემ განმარტა, რომ ენი მისი რძალი აღარ იყო და გიორგი რამდენიმე თვეა, რაც მეუღლეს დაშორდა.

ენი გასოევა ოფენ ეარზე

მართალია ენიმ უკვე ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში, რომ ბოლო დროს ის და გიორგი ერთმანეთს ვერ უგებდნენ და დაშორების მიზეზიც ეს იყო, მაგრამ გუშინ გავრცელდა ია ფარულავას გადაცემის ანონსი, რომელშიც ქალი ყოფილ მეუღლეზე ლაპარაკობს.

ენი გადაცემაში ამბობს, რომ ამჟამად დაქალთან ცხოვრობს, სადაც შვილების მიყვანას ვერ ახერხებს.

"გიორგიმ ეს კადრები რომ ნახა მისთვის შოკი იყო… ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი… შვილები დავტოვე იმიტომ, რომ კვირა-ნახევარია, რაც წამოვედი იმ სახლიდან, ვცხოვრობ დაქალთან, იქ ბავშვებს ვერ წავიყვან, რადგან ბავშვები არ უყვარს და რა ვქნა?“

ია ფარულავა გადაცემაში ამბობს, რომ როდესაც გიორგის შეხვდა და დაშორების მიზეზი ჰკითხა, მსახიობმა უთხრა, რომ ენი ვერ აღმოჩნდა კარგი დედა, რაზეც ქალმა უპასუხა:

"გიორგიმ მითხრა, შენ რა ქალი ხარ, შვილები დაყარეო...“ - საუბრობს ენი გასიევა.

წაიკითხეთ ასევე: