ავტორი:

"ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის" - უკრაინის დაზვერვა

"ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის" - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის.

გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი კოლონით, შეიარაღების გარეშე შევიდნენ.

სამონიტორინგო ჯგუფის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკვე მესამე კოლონაა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა და მოგილევის ოლქში მდებარე საველე ბანაკში დაბინავდა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ბანაკი 5 000 სამხედროზეა გათვლილი.